სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაისვენეთ მეგობრებო - თბილისის მერია დასასვენბლად 800 ლარს გამოგიყოფთ

    დაისვენეთ მეგობრებო - თბილისის მერია დასასვენბლად 800 ლარს გამოგიყოფთ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს.

    აღნიშნული სერვისით სარგებლობა 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ.

    პროგრამა ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას

    ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს, დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე. ვაუჩერი ძალაშია 2022 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

    ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის პირობებს.