სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ ქართველ დელეგატს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი თანხა ჩაურიცხა.
"კიდევ ერთმა ჩვენმა სამაყო „ნეს ციონას“ ფეხბურთელმა ისრაელში, წარმატებულმა თანაქალაქელმა ლევან კუტალიამ დარჩენილი 400 ლარი დაუფინანსა ზურა ასათიანს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელად.
შეგახსენებთ, ლევან კუტალია სისტემატურად ეხმარება წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდი ბენეფიციარებს!!მიუხედავად მანძილისა ის მუდამ ჩვენი თანაქალაქელების გვერდითა"! - დაწერა ფონდის ხელმძღვანელმა.