სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “წავაგეთ საქართველოსთან?! იდიოტების გუნდი ვართ" - ესპანელი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ

    “წავაგეთ საქართველოსთან?! იდიოტების გუნდი ვართ" - ესპანელი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი - 82-76 დაამარცხა.

    საქართველოსთან მარცხმა, ესპანელი გულშემატკივრები გააღიზიანა.

    გთავაზობთ მათ კომენტარებს:

    "სამარცხვინო თამაში და უარესი ოვერ ტაიმი, თუმცა, მაინც დიდება ესპანეთს".

    "შევწყვიტოთ კრიტიკა და გავამხნევოთ ჩვენი ნაკრები. დღევანდელი მარცხი მხოლოდ ჩვენი ცუდი თამაშის ბრალი არ არის, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა".

    "ანდრონიკაშვილმა გააკეთა ის, რაც მის ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. საოცარი ტალანტის მქონე ბიჭი ჩანს".

    "დღევანდელის შემდეგ კიდევ გაქვთ ვინმეს პრეტენზია იმაზე, რომ ამ შემადგენლობიდან მხოლოდ 2-3 კაცი ითამაშებს ევრობასკეტზე?!".

    "ფუ, ქართველებმა გაგვანადგურეს"

    “წავაგეთ საქართველოსთან?! იდიოტების გუნდი ვართ, წარმოუდგენელია…”