სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: რა შუაშია აგენტის იარლიყის მიწებება გამჭვირვალეობასთან?" - მერაბ მეტრეველი

    "მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: რა შუაშია აგენტის იარლიყის მიწებება გამჭვირვალეობასთან?" - მერაბ მეტრეველი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    „ესე იგი, ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ არასამთავრობოების დაფინანსებაც უფრო გამჭვირვალე გახდეს, რა არის ცუდი გამჭვირვალეობაშიო? – თქვეს “ოცნების” მოლაპარაკე თავებმა და თუთიყუშივით იმეორებენ აქ კომენტარებში მათი მომხრეები, თუ მათი ტროლები.
    ჰოდა, მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: რა შუაშია აგენტის იარლიყის მიწებება გამჭვირვალეობასთან? რატომ არ შეიძლება ფინანსური გამჭვირვალეობა ყოველგვარი იარლიყების გარეშე დაავლდებულო ვინმეს? მაგალითად, კანონში უბრალოდ ჩაწერო, რომ ფინანსებზე ანგარიში წარადგინონ ყოველ წელს ან ყოველ თვე. ან თუ ძალიან გინდათ, ყოველ დღე . ან რაიმე სხვა ფორმის გამჭვირვალობა მოითხოვო. იარლიყი “გავლენის აგენტი” რა შუაშია ამსთან?
    თქვენ თავს ისულელებთ, თუ ხალხი გგონიათ სულელი?“


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ