სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ვერ გადავარჩინე" - ნანუკა ჟორჟოლიანის ცხოვრების ტრაგედია

    VIDEO: "იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ვერ გადავარჩინე" - ნანუკა ჟორჟოლიანის ცხოვრების ტრაგედია
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემა “ლელასთან-ს” ესტუმრა, სადაც დედის გარდაცვალებასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

    “ბევრი რამის ატანა მომიწია, პანიკური შიშების, შეტევების და იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დედაჩემი ვერ გადავარჩინე ამ შეგრძნებამ დამანგრია…ვერ ვიგლოვე, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. მას ჩემი იმედი ჰქონდა, ჰყავდა ნანუკა, რომელიც გადაარჩენდა და ყველაფერს იზამდა. ბოლოს, როდესაც კლინიკაში ექსპერიმენტული წამლები გამოვიწერეთ ამერიკიდან, მოვასწარი და მარიამის ღეროვანი უჯრედი გადავუნერგეთ. ექიმმა მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა და აქ ემოციები ვერ შევიკავე. ვუთხარი, ვის უბედავ მეთქი. არ მინდოდა ამის დაჯერება” – განაცხადა ჟორჟოლიანმა