სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გვიან მომაკითხა კართან, თითზე დანა დამადო და მითხრა თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა" - მარტა ბარამიძის ტრაგიკული ისტორია

    "გვიან მომაკითხა კართან, თითზე დანა დამადო და მითხრა თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა" - მარტა ბარამიძის ტრაგიკული ისტორია
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მარტა ბარამიძეს, რომელსაც უამრავი ადამიანი იცნობს "მასტერშეფიდან" და ასევე სერიალ "ჩცდ"-ში შესრულებული როლიდან, „თბილისელებთან“ ინტერვიუში მარტამ გულახდილად ისაუბრა მძიმე ბავშვობასა და ძალადობაზე, რომელსაც მის მიმართ ახორციელებდნენ.

    - მე არ მყავდა ადამიანები, ვისაც ვეტყოდი, გაიგებდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ. ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე. მე არაფერი ვიცი ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. რაღაც პერიოდი ვცადე ინფორმაციის მოძიება, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა და ვერ გავარკვიე. ვისაც ვეკითხებოდი, არავინ არაფერს მეუბნებოდა, მათ შორის, ჩემი გამზრდელიც,- ამბობს მარტა, რომელიც , როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ოჯახმა, სადაც გაიზარდა, იშვილა.

    მარტა ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა, მძიმე ისტორიაზე, რომელიც თავს გადახდა. მისი თქმით, მასზე განახორციელეს მორალური ძალადობა და სურდათ სექსუალური ძალადობის განხორციელება.

    "მე მაშინ ვიყავი არასრულწლოვანი...ვმუშაობდი ფოტოგრაფად, მინდოდა, თბილისში, რამდენიმე მონასტრის ნახვა და გადაღება. ის ადამიანი, ვისთან ერთადაც წამოვედი, დამპირდა, ერთ ღამეს მის მამიდასთან გავათენებდით და მერე მოვივლიდით მონასტრებს. ჩვენ თანამშრომლები ვიყავით... როცა სახლში მივედით, კავსაძის ქუჩაზე, ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რომ იქ არანაირი მამიდა არ ცხოვრობდა.... ვიყავი ძალიან შეშინებული. ღამით სხვადასხვა ოთახში დავწექით, გვიან მომაკითხა კართან, თითზე დანა დამადო და მითხრა თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, თითს მომაჭრიდა, მითხრა, რომ ერთ გოგოს ასე გაუკეთა...ხელი გავუწოდე, დღემდე მაქვს "შრამი"... წინააღმდეგობა რომ გავუწიე, შემდეგ სასაფლაოზე ამიყვანა და იქ დამტოვა... " - ჰყვება მარტა ბარამიძე.