სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "13 წლის წინ, ამ დღეს პირველად..." - რა ფოტოს აქვეყნებს ნინუცა ორჯონიკიძე?

    "13 წლის წინ, ამ დღეს პირველად..." - რა ფოტოს აქვეყნებს ნინუცა ორჯონიკიძე?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავი2-ის სახე, ტელეწამყვანი ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ძირითადად, საკუთარი აქტივობების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს და უამრავი მიმდევარი ჰყავს.

    „მახსოვს, მთელი ჩემი ბავშვობა როგორ ვუყურებდი „რუსთავი 2“-ს. მართლა მგონია, რომ ეს არხი ჯადოსნურია. ძალიან მიყვარს და ჩემთვის აქ მუშაობა დიდი პატივია. ეს ნამდვილად არ არის ბანალური, დაზეპირებული ფრაზა. ესაა სიტყვები, რომელიც გულიდან მოდის. გუნდი, რომელიც ჩვენს გადაცემაზე მუშაობს, თითოეული ის ადამიანი, რომელიც კადრს მიღმაა, ქმნის აბსოლუტურად უნიკალურ გარემოს. მართალია, დიდი ხანი არ არის რაც ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში ვარ“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

    მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, ამჯერად გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებო გაუზიარა წარწერით:

    „13 წლის წინ ამ დღეს პირველად წავედი პაემანზე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, როგორც ამ ფოტოებში ხედავთ…“


    "13 წლის წინ, ამ დღეს პირველად..." - რა ფოტოს აქვეყნებს ნინუცა ორჯონიკიძე?