სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩცდ არსებობას წყვეტს? - რა ინფორმაცია ვრცელდება ღონისძიებიდან

    ჩცდ არსებობას წყვეტს? - რა ინფორმაცია ვრცელდება ღონისძიებიდან
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" 11 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს.

    ეს ამბავი ფეისბუქ ჯგუფ - "დააბრუნეთ ჩცდ"-ში გავრცელდა, სადაც განცხადებაში წერია, რომ 9 ივლისს საზოგადოება ტელეკომპანია "ფორმულას“ წინ იკრიბება.

    "როგორც იცით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადიოდა, 11 წლის შემდეგ დაიხურა.

    ჩვენ ვთვლით, რომ სატირული ჟანრის ისეთ სერიალს, როგორიცაა "ჩემი ცოლის დაქალები" დიდი დატვირთვა აქვს საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე იმყოფება.

    ჩვენ, ქართველი ხალხი, არ დავუშვებთ ჩვენთვის ტრადიციად ქცეული სერიალის ასე დასრულებას!

    ჩვენ გვინდა ჩცდ! ჩვენ მოვითხოვთ ჩცდ-ს!

    ვიკრიბებით 9 ივლისს, შაბათს, 21:00სთ-ზე ტელეკომპანია "ფორმულას" სათავო ოფისთან.

    ზუსტად იმ დროს, როცა ჩცდ-ს ახალი სერია უნდა გასულიყო, მოვაწყობთ საყვარელი სერიების საჯარო ჩვენებას!", - ვკითხულობთ განცხადებაში.