სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ეს ტური მე და ბაგირას გვაჩუქეს“ - "პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეები მილანში მიდიან

    VIDEO: "ეს ტური მე და ბაგირას გვაჩუქეს“ - "პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეები მილანში მიდიან
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    23 თებერვალს "პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები მილანში მიდიან. საგზური გურამ შეროზიამ და დეა ხიდეშელმა, იგივე ბაგირამ მოიგო, როცა გიორგი მეტრეველის მხარდასაჭერად „მისტერ პლანეტის“ დაჯილდოებაზე მივიდნენ. მათთან ერთად იქნება ამ ტიტულის მფლობელი, გიორგიც.

    ამაზე "პრაიმტაიმთან“ "პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებულმა, გურამ ეშეროზიამ ისაუბრა.

    "ამჯერად, ამ ტურს მე არ ვაორგანიზებ. ეს არის ტური, რომელიც მე და ბაგირას გვაჩუქეს, როცა გიორგი მეტრეველს „მისტერ პლანეტის“ დაჯილდოებაზე მივაკითხეთ. როგორც სპეციალურ სტუმრებს, საგზური გადმოგვეცა. შემდეგ ჩვენს შორის განხეთქილება მოხდა, მაგრამ ნაჩუქარ ტურს მაინც ვიღებ და მივდივარ, რადგან ჩვენთან ერთად მისტერ და მის პლანეტის ორგანიზატორიც მოდის, ასევე იქნება გიორგი მეტრეველი და სხვა მოდელები. მე და ბაგირას ახლა ჩვეულებრივი, ნეიტრალური ურთიერთობა გვაქვს."
    - ამბობს გურამ შეროზია.

    წყარო: primetime.ge