სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი ნაზღაიძემ ია ფარულავას სასამართლოში უჩივლა? - რა გახდა ამის მიზეზი?

    გიორგი ნაზღაიძემ ია ფარულავას სასამართლოში უჩივლა? - რა გახდა ამის მიზეზი?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეს ამბავი მსახიობსა და ტელეწამყვანს შორის წლების წინ მოხდა.

    ახალგაზრდობაში მსახიობი, შემდეგ ტელე და ახლა რადიოწამყვანი ია ფარულავა ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მით უფრო, თუ საკითხი სექსუალურ თემას ეხება. ია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე თავისი პირადი ცხოვრების განხილვას არ ერიდება, ყოფილ ქმრებსაც საჯაროდ ითვლის და რადიოეთერში სხვების პირად ცხოვრებასაც აქტიურად განიხილავს.

    როგორც ცნობილია, ერთ-ერთი თამამი გამონათქვამისთვის ფარულავას ყოფილი მოდელი და ამჟამად რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოში უჩივის. გიორგი ნაზღაიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ია კიწმარიშვილის მისამართით განცხადება გააკეთა. როგორც მოდელი ამბობდა, მას ერთ-ერთ კონკურსში უნდა გაემარჯვა, რაშიც კიწმარიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი. ნაზღაიძე კიწმარიშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ბევრი იხმაურა, პრესკონფერენცია გამართა, ინტერვიუები დაარიგა და სკანდალი ამით დაასრულა.

    არ გასულა დიდი დრო და გიორგი ნაზღაიძემ იგივე სცენა ია ფარულავას წინააღმდეგ დადგა. ამჯერადაც პრესკონფერენცია მოიწვია, ადვოკატი აიყვანა და განაცხადა, რომ ია ფარულავამ რადიოეთერში მისი ღირსება შელახა, მისი ორიენტაცია და წარსული კი ეჭვქვეშ დააყენა. საბოლოოდ ნაზღაიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ ია ფარულავამ უწყება არ ჩაიბარა და მორიგი სკანდალიც, სავარაუდოდ, ამით დასრულდა.

    როცა ნაზღაიძე ია კიწმარიშვილს ემუქრებოდა ჩივილით, კიწმარიშვილი ამაზე მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ამით ნაზღაიძე თავად იას, მის კონკურსს და საკუთარ თავს აპიარებდა. კიდევ უფრო არასერიოზულად ჩათვალა ნაზღაიძის საქციელი ია ფარულავამ. გიორგი ნაზღაიძეს ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს, სადაც ცნობილ ადამიანებს ღია ეთერში ურეკავს და ესაუბრება. როგორც ია ფარულავა ჩვენს ინფორმატორთან ჰყვება, ნაზღაიძემ მას იმ დროს დაურეკა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო და ერთ-ერთ შეკითხვაზე მკვახე პასუხიც მიიღო.

    ია ფარულავას მსგავსი ტონი მსმენელს სხვა რადიოეთერშიც ახსოვს. ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც სასაუბრო თემა კასტრაცია გახლდათ, ფარულავამ მაგალითისთვის ღია ეთერში განაცხადა, აი, ლელა წურწუმიამ გაუკეთა მამულიჩას კასტრაციაო. როგორც იას ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, მსახიობმა, რა თქმა უნდა, იხუმრა, ხუმრობა ლელასაც ეხერხება და ანეკდოტებსაც მშვენივრად ჰყვება, მაგრამ ფარულავას სახალხოდ ასეთი ხუმრობა ვერ აპატია. როგორც ამბობენ, საქმეში თავისი მეზობლები და მეგობრები ჩართო, იას მიუგზავნა და ხელწერილი ჩამოართვა, ბოდიში მოახდევინა და პირობა დაადებინა, რომ მას აღარ შეეხებოდა, თუმცა წურწუმიას „რისხვა“ ფარულავას მიმართ ამით არ დასრულებულა. როგორც ამბობენ, ლელა შანსს არ უშვებს ხელიდან, „მტრები“ სხვებთან საუბარშიც რომ არ გალანძღოს და ია ფარულავას საზოგადოების წინაშეც კი არ ესალმება.


    წყარო: for.ge