სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინელმა არტისტმა ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის პორტრეტი დახატა

    უკრაინელმა არტისტმა ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის პორტრეტი დახატა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.

    „მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთ-ერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა.

    უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვრად იქცა, ვთხოვე, ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.

    ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.

    არჩილ ხოფერია, მადლობა. დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.