სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქვეყნისთვალია, თამარ მეფის კვალი და ალი..." - გიორგი მასხულიამ სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა

    "ქვეყნისთვალია, თამარ მეფის კვალი და ალი..." - გიორგი მასხულიამ სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილმა დიზაინერმა და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელმა, კონკურს „მისტერ ვალენტინის“ დამფუძნებელმა გიორგი მასხულიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა. ცნობილია, რომ მასხულია ბოლო წლებში საქართველოს მწერალთა კავშირში გაწევრიანდა.

    საქართველოში პრეზიდენტია
    პირველად ქალი...
    ჭროღათვალება, ნატვრისთვალია
    ამ ცეცხლის ალი...
    ანარეკლია თამარ მეფის
    ალი და კვალი...
    მარადისობის ძალი და მადლი
    ლურჯი თვალებით, ლამაზი ქალის
    ქვეყნისთვალია, თამარ მეფის
    კვალი და ალი...“

    გიორგი მასხულიას ეს ლექსი მის მიერვე გამოცემულ ჟურნალში „ჯი-ემ სთარი“ - თებერვალი-მარტის ნომერშია დაბეჭდილი.

    "ქვეყნისთვალია, თამარ მეფის კვალი და ალი..." - გიორგი მასხულიამ სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა