სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია" - რა ინფორმაცია ვრცელდება თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ

    "ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია" - რა ინფორმაცია ვრცელდება თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალია... როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა" - ინფორმაცია თურქეთში მოხალისედ წასული ბიჭის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება
    რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის, და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ეს ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა.

    და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის ძმა ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ მისი ძმა ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ სხვა დე­ტა­ლე­ბი მის­თვის უც­ნო­ბია.

    “დიახ, თა­ვი­დან ჩვენც ასე გა­ვი­გეთ, რომ და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია. რო­გორც ვიცი, ქვის ლოდი მოხ­ვდა, მაგ­რამ ახლა თავს კარ­გად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ გე­სა­უბ­რე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია”, - აცხა­დებს და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლი.

    Ambebi.ge კი­დევ ერთხელ და­კავ­შირ­და და­ნილ ბულ­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს და შე­სა­ბა­მი­სი პოს­ტიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

    “არ ვიცი რა მოხ­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სედ იყო წა­სუ­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა. მე­გობ­რებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა ყვე­ლამ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია ვი­ცო­დით. რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და რა­ტომ მი­ვი­ღეთ თურ­ქე­თი­დან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ჩვენც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ”, - გვი­თხრა გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ.

    რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­ცხა­დეს, თურ­ქეთ­ში არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა.