სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს ფულს ძალავდა

    ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს ფულს ძალავდა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლონეთში, პოზნანის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

    როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ბრალდებულები ფულს ხანდაზმულ ადამიანებს სძალავდნენ. დაკავებულებს შორისაა 44 წლის ქართველი მამაკაცი.

    ოთხივე დაკავებულს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.