სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბუბა კიკაბიძე: "ივანიშვილი მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მერე ეს გავიგე"

    ბუბა კიკაბიძე: "ივანიშვილი მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მერე ეს გავიგე"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა, ბუბა კიკაბიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

    "ბიძინას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე. ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის. ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა. მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა… იმიტომაც ვართ "კარგად".

    მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის!

    ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარებიდან გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავ!", - ამბობს ბუბა კიკაბიძე.