სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "წლებია ქართველი შეყვარებული და პარტნიორი არ მყოლია" - რა ხდება შეროზიას პირად ცხოვრებაში?

    "წლებია ქართველი შეყვარებული და პარტნიორი არ მყოლია" - რა ხდება შეროზიას პირად ცხოვრებაში?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებულს, გურამ შეროზიას ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა არც პროექტამდე აკლდა, თუმცა, რეალითი შოუმ საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ მეტ-ნაკლებად შეცვალა.

    გურამი ხშირად მოგზაურობს, სოციალურ ქსელში თითქმის ყველა აქტივობას გვიზიარებს, თუმცა, პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არსებობს თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი და დაკავებული არის თუ არა მისი გული.

    „ჩემს ცხოვრებაში მუდმივი და სერიოზული არაფერი ხდება ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან მეზარება ასეთი საპასუხისმგებლო ურთიერთობები. შესაბამისად, მყავს ხანმოკლე, რამდენიმეთვიანი პარტნიორები მოგზაურობების დროს, ან როცა სხვები მოგზაურობენ საქართველოში. წლებია, ქართველი შეყვარებული და პარტნიორი არ მყოლია.“ - გვითხრა გურამ შეროზიამ.

    წყარო: primetime.ge