სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პირველი წაგება, რაღაც კუთხით, იმდენად აზარტული იყო, ალბათ ამან ჩამითრია ყველაზე მეტად" - კახა კინწურაშვილის ცხოვრების აქამდე უცნობი ფაქტები

    "პირველი წაგება, რაღაც კუთხით, იმდენად აზარტული იყო, ალბათ ამან ჩამითრია ყველაზე მეტად" - კახა კინწურაშვილის ცხოვრების აქამდე უცნობი ფაქტები
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თამაშდამოკიდებულება დაავადება, ისევე როგორც სხვადასხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება, სასმელი იქნება ეს თუ ნარკოტიკი. "დღე პირველი" აქვეყნებს პოდკასტებს, სადაც თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან ადამიანები და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, თუ რაოდენ ნეგატიურ გავლენას ახდენს თამაშდამოკიდებულება პიროვნებაზე.

    მსახიობი კახა კინწურაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე უამბობს აუდიტორიას. ის ჰყვება, რომ ამ პრობლემამ წაართვა დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასი რამაა...
    კახა კინწურაშვილი: საიდან დაიწყო ჩემი თამაშდამოკიდებულება, არ მახსოვს, მაგრამ გარემო იყო ჩვენს ბავშვობაში ისეთი; მიდიოდა ხელზე "გამაზვები". ამ ყველაფრის პირველი ეტაპი ეს იყო ჩემთვის.

    პირველი წაგება, რაღაც კუთხით, იმდენად აზარტული იყო, ალბათ ამან ჩამითრია ყველაზე მეტად.

    მეტროებთან რომ იდგნენ, ეს არ მხიბლავდა. კი იყო წათამაშების სურვილი, მაგრამ მერე რომ ეს ყველაფერი გალამაზდა, რაღაცნაირი შენობები გაჩნდა, სადაც უფასო სასმელია, ამან ისევ შემიყვანა ამ სივრცეში და ისევ დაიწყო და დაიწყო... და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი დამაკარგვინა.

    მე არ მიფიქრია მაშინ, რომ პრობლემაში ვიყავი, როგორც მოთამაშე. დამნაშავედ თავს არ ვგრძნობდი. ვთლიდი, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი თავია, ჩემი ხელფასია. ვმუშაობდი, პროფესიაში ვიყავი. მაგრამ დღეს ხომ ვხვდები, რომ ამ ყველაფერმა რამხელა დრო დამაკარგვინა, თუნდაც პროფესიული განვითარების და საკუთარი თავის შემეცნების კუთხით. მთელი გონება ამ თამაშით იყო მოცული.

    იდგა პრობლემა, რომელიც უნდა დამეძლია, რომ შემდეგ რაღაც იარლიყი არ ამეკიდა. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.

    გავაცნობიერე, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ პრობლემის მოგვარება. და როდესაც ეს პრობლემა მოგვარდა, ბედნიერი ვიყავი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ