სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პეტრიაშვილი: "არგენტინა მესით ამაყობს, პორტუგალია კრიშტიანოთი, ჩვენ კი ეს კაცი გვყავს"

    პეტრიაშვილი: "არგენტინა მესით ამაყობს, პორტუგალია კრიშტიანოთი, ჩვენ კი ეს კაცი გვყავს"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანზე ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა.

    "არგენტინელები ამაყობენ, რომ მათ ლიონელ მესი ჰყავთ, პორტუგალია რონალდუთი ამაყობს. ჩვენ ასე გვყავს ლაშა ტალახაძე. უძლიერესი ქართველი სპორტსმენია, ძალიან მაგარი პიროვნება. ამ კაცზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა.

    მას ჯერ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გენომ ვერცხლის, ლაშამ კი ოქროს მედალი მოიპოვა.