სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე მხოლოდ ერთი შეყვარებული მყავდა" - ბაბი კირკიტაძე

    "მე მხოლოდ ერთი შეყვარებული მყავდა" - ბაბი კირკიტაძე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ბაბი კირკიტაძე სიყვარულის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი:

    „ბედნიერება არის ინდივიდუალური, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი შეხედულებაა ბედნიერების შესახებ. მე პარტნიორების თვლას არ დავიწყებ. ერთადერთი შეყვარებული მყოლია და დიდი სურვილი მექნებოდა, რომ პირველივე ადამიანი ყოფილიყო ის, ვისთან ერთადაც გავაგრძელებდი მარადიულ სიყვარულს.

    ახლა შეყვარებული არ ვარ. რამდენჯერმე კი არა, ერთხელ რომ გავიარე ეს, ძალიან ბევრი ვინერვიულე. ძალიან ფრთხილი ვარ ამ საკითხის მიმართ, ემოციური გზა მაქვს გასავლელი. ბევრ სტრესს უკავშირდება და არ მგონია, რომ ადამიანისთვის მარტივი იყოს ბევრი პარტნიორის ცვლა. სიყვარულს უნდა მიჰყვე და თვითონ განახებს გზას, თვითონ ჯდება თავის კალაპოტში…“