სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დებივით არიან" – ნუკი კოშკელისვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

    "დებივით არიან" – ნუკი კოშკელისვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “დებივით არიან” – ნუკი კოშკელისვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

    "დებივით არიან" – ნუკი კოშკელისვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს


    ნუკიმ რამდენიმე დღის წინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:

    "როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს. მინდა მომიყვეს როგორ გაწამდა 9 თვე, როგორ დღემდე სტკივა ზურგი და როგორ არ სძინებია ბევრი წელი იმიტომ, რომ მის შვილს არ სძინებია. ისე მინდა, ვინმემ მითხრას, რომ მშენებლობაზე, ჯარში, პოლიციაში (არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება იყოს რთული პროფესია), არ აქვთ დღეში 2 წუთი ტუალეტში განმარტოებისთვის! დედას არ აქვს. ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლებისგანაც მაინტერესებს, თუ ოდესმე გაუგიათ საოცარი კივილი იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და ჯერ ვერ გიხსნის, ამიტომ ისვრის ყველაფერს და თითს წევს ცაში! მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა იფრინოს, როგორც სუპერმენს, ან უნდა ნაყინი, ორივე შემთხვევაში ახსნის მეთოდი ერთია.

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დედობაზე რთული არაფერია, ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება. დედებო, გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი გიყოლოთ შვილები, ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი."