სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბიჭი ცუდად გახდა... პატრულის თანამშრომლებმა გააცოცხლეს, ყველა ტიროდა“ - რა მოხდა მეტროსადგურ „წერეთელზე“

    "ბიჭი ცუდად გახდა... პატრულის თანამშრომლებმა გააცოცხლეს, ყველა ტიროდა“ - რა მოხდა მეტროსადგურ „წერეთელზე“
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი მეტროში მომხდარ ემოციურ ამბავს აზიარებს და პატრულის თანამშრომლებისა და ექიმების გმირობაზე წერს, რომლებმაც ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.

    "ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა ვაგონში და პატრულის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს.

    დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გულის მასაჟით გააცოცხლეს. ტიროდა ყველა და ვტიროდი მეც, ჩემი ძმა დამიდგა თვალწინ. ხალხში სიფრიფანა გოგო გამოერია სურათში კარგად არ ჩანს კიბეზე, რომ დგას პეპელასავით დაფრინავდა და ეხმარებოდა სასწრაფოს ბიჭთან ერთად.

    მე ლოცვებს ვკითხულობდი სხვა არაფერი შემეძლო. ძალიან მძიმე სანახაობა იყო წერეთლის მეტრო სადგურში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 112 0831 ეკიპაჟის ექიმები არიან გმირები და ასევე ყველა ის ადამიანი ვინც მათ ეხმარებოდა.

    გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“ და იმედი მაქვს, ძალიან მაგარი ექიმები გადაარჩენენ მას. არ შემეძლო ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვება. სასწრაფოს ექიმები, პატრული გმირები არიან როცა სიცოცხლეს უნარჩუნებენ ადამიანს. ღმერთსა ვთხოვ გადაარჩინე ეს მამაკაცი.“
    - წერს უფლებადამცველი.

    ნახეთ ფოტოები: