სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "12 წლისას საქართველოს დატოვება მოუწია" - ნიკოლოზ შე­რა­ზადიშვილის ამაღელვებელი ისტორია

    "12 წლისას საქართველოს დატოვება მოუწია" - ნიკოლოზ შე­რა­ზადიშვილის ამაღელვებელი ისტორია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

    მისი მამა ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც რამდენიმე წლის წინ სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

    სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკა ძი­უ­დო­სა და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 12 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რად­გან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

    2014 წელს ნი­კოლოზმა ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მისი საერთაშორის კარირეაც სწორედ მაშინ დაიწყო.

    2018 წელს, ნიკომ უკვე უფ­როს­თა შო­რის თელ-ავივ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. 24 სექ­ტემ­ბერს კი ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოქროს მედალი მოიგო.

    "ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში ჩემი სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბო­და. როცა აქ ჩა­მო­ვე­დით, არც ეს­პა­ნურს ვფლობ­დი და არა­ფე­რი ვი­ცო­დი ეს­პა­ნე­თის შე­სა­ხებ. ახლა ვსა­უბ­რობ ეს­პა­ნუ­რად, ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. ბრუ­ნეტ­ში გა­ვა­ტა­რე ჩემი პი­რა­დი და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი.

    მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მოვ­დი­ვარ და ეს არა­სო­დეს უნდა და­მა­ვი­წყდეს. მე ამა­ყი ვარ", - ამბობდა შერაზადიშვილი.