სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?

    25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    აქტიურობა, აზარტი და მოქმედების სურვილი შესაძლებლობას მოგცემთ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწიოთ. ნუ იდარდებთ, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გსურთ. მოითმინეთ და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

    კურო

    ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. მცირე პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია, ხელს გიშლით, სწრაფად და ადვილად მოგვარდება და ეს დადებითი ტენდენციები წინსვლაში დაგეხმარებათ. დროა, ოჯახური და საყოფაცხოვრებო საქმეებისთვისაც მოიცალოთ და პატარა რემონტი ან სახლის საფუძვლიანი დალაგება დაიწყოთ.

    ტყუპები

    თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და მოქმედებისთვის მზად ხართ, მაგრამ გირჩევთ, ცოტა დაიცადოთ და სერიოზული საქმე არ დაიწყოთ. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და სახლის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

    კირჩხიბი

    ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება გეგმები შეცვალოთ ან ახალი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, საკუთარ შეცდომებზე იფიქროთ და ახალი პრიორიტეტები დაისახოთ.

    ლომი

    დროა, ფინანსური პრობლემების აღმოფხვრაზე იფიქროთ. პირველ რიგში, ხარჯების შემცირება და ბიუჯეტის შედგენა მოგიწევთ. უარი თქვით ისეთი ნივთების შეძენაზე, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. გამონახეთ დრო საკუთარი თავის, გარეგნობისა და საჭიროებებისთვის. შეგიძლიათ საღამო საუნაში გაატაროთ ან სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენოთ.

    ქალწული

    წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყველაზე რთულ საქმესაც კი სწრაფად და იოლად უმკლავდებით, პარტნიორები მოგებიან გარიგებებს გთავაზობენ, პირად ურთიერთობებში კი ყველაფერი შესანიშნავადაა. სამსახურში შესაძლოა, სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ ჯობს, ჯერ დასვენებაზე და ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. პრობლემებთან გამკლავების დროც მოვა.

    სასწორი

    ენერგიით სავსე ხართ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას გეგმავთ. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთებისთვის გამოიყენოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ადამიანების გამოცდილება გაითვალისწინოთ და რჩევა სთხოვოთ. კარგია, თუ ახლოს გყავთ სანდო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

    მორიელი

    ამ დღეს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები და ხარვეზები გამოჩნდება. სხვების კრიტიკას, ჯობს საკუთარი შეცდომების გამოსწორება დაიწყოთ. ამ სფეროებს განვითარება და უკეთესი დაგეგმვა სჭირდება. ნუ იზარმაცებთ – სახლი კარგად დაასუფთავეთ და დეკორის ახალი ელემენტებით შეავსეთ.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს წვრილმანებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან სწორედ ისინი მოახდენს მოვლენებზე გადამწყვეტ გავლენას. ეცადეთ, მიმდინარე საქმეს მეტი ყურადღება მიაქციოთ, თუნდაც ეს კარგად ნაცნობი საქმე იყოს. საღამოს, გირჩევთ, კარგად დაისვენოთ, დროულად დაიძინოთ და ჯანმრთელობის პრევენციაზე იზრუნოთ.

    თხის რქა

    ვარსკვლავები თხის რქებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ. მთავარია, დროულად შენიშნოთ და სწორად გამოიყენოთ. თქვენს აზრს მოისმენენ და მოიწონებენ, ასე რომ კამათის დროს საკუთარი პოზიციის დაცვა ნუ მოგერიდებათ. მუშაობის დროს აჩქარებას შეიძლება საბედისწერო შეცდომა მოჰყვეს, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

    მერწყული

    თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა, მაგრამ ბევრ მერწყულს ამ აზრთან შეგუება არ უნდა. ტყუილად შიშობთ – ეს ცვლილებები ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ შეეხება, მაგრამ შესაძლებლობას მოგცემთ კარიერული მდგომარეობა თუ ურთიერთობები გააუმჯობესოთ. მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობების აღებას – ეს თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

    თევზები

    შეიძლება, ამ დღეს პირობის შესრულება ვერ შეძლოთ. ეცადეთ, ყველა საქმე და პროექტი დროულად დაასრულოთ და ახალ საქმეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეჭიდოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოთ – ახლა ფიქრი და ყოყმანი დამღუპველია.