სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შევამჩნიე საქართველოში ზოგი მშობელი კვლავ ზრდის შვილებს ფასეულობებითა და პატივისცემით! გული გამითბა" - ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

    "შევამჩნიე საქართველოში ზოგი მშობელი კვლავ ზრდის შვილებს ფასეულობებითა და პატივისცემით! გული გამითბა" - ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    “გუშინ ნიკორასგან ვყიდულობდი სასურსათო პროდუქტს; როდესაც სალაროსთან მივედი, რომ გადამეხადა
    6 ან 7 ბავშვი იყო დაახლოებით 12 ან 13 წლის ,ვიდრე ჩემი რიგის მოლოდინში ვიყავი რომ გადამეხადა,ვხედავდი რომ თითოეული მათგანს სურდა გადაეხადა წასახემსებელი ,რომელიც ვფიქრობ, რომ მათი ლანჩი იყო,
    პირველმა გადაიხადა და როდესაც მეორედ გადაიხადეს, ახალგაზრდა ბიჭმა შემომხედა და მთხოვა, რომ მისი ადგილი დამეკავებინა,ისე რომ არ დავლოდებოდი ჩემს რიგს, მადლობა გადავუხადე მას, მაგრამ უარი ვუთხარი, მან იმდენად დაჟინებით მოითხოვა, რომ უხერხულად ვიგრძენი თავი და სასურსათო პროდუქტთან ერთად სალაროსთან მივედი, ჩემზე იმდენად შთაბეჭდილება მოახდინა ამ ახალგაზრდა ბიჭმა და მისმა წარმოუდგენელმა მანერებმა; მოგვიანებით ვიფიქრე, რომ მე უნდა გადამეღო მასთან სურათი, რომ მეცადა მისი იდენტიფიცირება და მისი მშობლებისთვის მადლობის გადახდა ,რომ შვილს ასეთი კარგი მანერებით ზრდიან.
    40 წლის წინ ასეთი საქციელი შეუმჩნეველი იქნებოდა, რადგან ამ დროს ბავშვების უმეტესობა გაიზარდა კარგი მანერებით და მოზრდილების მიმართ პატივისცემით; თუმცა ჩვენს დროში ეს სამწუხაროდ იშვიათობად იქცა.
    ჩემთვის იმდენად გულის გამთბობი იყო, რომ შევამჩნიე საქართველოში ზოგი მშობელი კვლავ ზრდის შვილებს ფასეულობებითა და პატივისცემით.
    ღმერთმა დალოცოს ასეთი მშობლები!”


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ