სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ ყინვაში, ყინულივით ცივ წყალში დგას გაშეშებული და ელოდება პატრონს“ - ცხოველთა დამცველის ემოციური პოსტი

    "ამ ყინვაში, ყინულივით ცივ წყალში დგას გაშეშებული და ელოდება პატრონს“ - ცხოველთა დამცველის ემოციური პოსტი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ვხედავთ პატრონის მიერ ქუჩაში გადაგდებული ძაღლს.

    ტასო წერს, რომ სხვა ცხოველებისგან შეშინებული ძაღლი მშველელს მდინარეში ელოდება.

    "ხანდახან მართლა არ მყოფნის სიტყვები რამის სათქმელად... გუშინ, წყემში "მეშოკით" მოიყვანეს ეს ძაღლი და გადმოაგდეს, ამ საცოდავმა "მეშოკი" გამოჭამა და გამოვიდა, კისერზე ასე გაბანტული თოკი უკეთია. წყემის ძაღლებმა დაგლიჯეს, არ აჩერებენ იქ, აგდებენ. ეს უბედური ისეთი შეშინებულია გაიქცა და მდინარეში დგას, შუა მდინარეში ამ თოკით, ხალხო.ამ ყინვაში, ყინულივით ცივ წყალში დგას გაშეშებული და ელოდება მის პატრონი, რა დაგიშავა ასეთი, რომ ამისთვის გაიმეტე? რა გაგიფუჭა, რომ ასეთი მტანჯველი ცხოვრებისთვის გაიმეტე?!არ ვიცი, ვინ ხარ, რის გამო გააკეთე ეს, მაგრამ შენი ძაღლი მდინარეში დგას, იმ თოკით, რომელიც შენ შეაბი და გელოდება, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია", - წერს ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.

    "ამ ყინვაში, ყინულივით ცივ წყალში დგას გაშეშებული და ელოდება პატრონს“ - ცხოველთა დამცველის ემოციური პოსტი