სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და თავზე დაეცა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა?

    თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და თავზე დაეცა - როგორია  დაშავებულის მდგომარეობა?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.

    შენობა წლებია მიტოვებულია და იქ გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც წლებია საცხოვრებელ ბინებში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ბინას არ აძლევს.

    როგორც ცნობილია, შენობაში თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და ოთახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცს თავში დაეცა.

    დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.