სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

    რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები
    2 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 თებერვლამდე პერიოდს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    ჯარისკაცი - დაახლოებით 148 130;
    ​ტანკი - 3 381;
    ჯავშანტექნიკა - 6 615;
    საარტილერიო სისტემა - 2 380;
    სარაკეტო სისტემა - 475;
    საზენიტო საბრძოლო სისტემა - 247;
    თვითმფრინავები - 299;
    ვერტმფრენი - 288;
    ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 037;
    საკრუიზო რაკეტები - 873;
    საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 242;
    გემი/ნავი/კატარღა - 18;
    ​ სპეციალური აღჭურვილობა - 230.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ