რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს .
არსებული ინფორმაციით, ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1029-მა კი დაზიანება მიიღო.
ასევე, ადამიანური დანაკარგების 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით.