სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზღვაში დაკარგული კაცი 24 დღე კეტჩუპებს ჭამდა - კეტჩუპების კომპანიამ კი მას ასეთი საჩუქარი გაუკეთა

    ზღვაში დაკარგული კაცი 24 დღე კეტჩუპებს ჭამდა - კეტჩუპების კომპანიამ კი მას ასეთი საჩუქარი გაუკეთა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დეკემბერში 47 წლის ელვის ფრანსუა სენ-მარტენის კუნძულზე ნავის შეკეთებით იყო დაკავებული, როცა მოულოდნელად ზღვამ გაიტაცა. ფრანსუა ხმელეთს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ზღვაზე 24 დღე გაატარა და მთელი ეს დრო 1 ბოთლ კეტჩუპსა და ნივრის ფხვნილს ჭამდა. ფრანსუა მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც სამაშველო ვერტმფრენიდან მის ნავზე დაწერილი help (მიშველეთ) დაინახეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს,
    ამ დაუჯერებელმა ისტორიამ კეტჩუპების გიგანტის, კომპანია Heinz-ის წარმომადგენლების ყურამდეც მიაღწია. კომპანიამ გადაწყვიტა, ელვისს ახალი ნავი აჩუქოს. დომინიკელი მეზღვაურის საპოვნელად კომპანიამ მთავრობასაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით მისი პოვნა ვერ შეძლეს.

    უშედეგო ძიების გამო კომპანია დახმარებისთვის ამჯერად საზოგადოებას მიმართავს. ჰეშთეგით #FindTheKetchupBoatGuy ადამიანები ცდილობენ, ელვისი იპოვონ, რათა მან საჩუქრის მიღება შეძლოს.

    "გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სანდო მინიშნება, რათა ელვისს დავუკავშირდეთ და მას ნავიგაციური სისტემით აღჭურვილი ახალი ნავი ვაჩუქოთ, რადგან ასეთი უბედურება მომავალში თავიდან აიცილოს", — აცხადებენ კომპანიაში.

    ფრანსუას კი ისღა დარჩენია, კომპანიას დაუკავშირდეს და ახალთახალი ნავით ზღვაში მშვიდად გაისეირნოს.