სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არ უყვარს ჩემზე მაკიაჟი” - რას ამბობს ნუცა ქავთარაძე თავის მეუღლეზე

    “არ უყვარს ჩემზე მაკიაჟი” - რას ამბობს ნუცა ქავთარაძე თავის მეუღლეზე
    2 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვთ.
    ისინი ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა გადაცემას და ერთმანეთის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხსაც არ ერიდებიან.

    ცოტა ხნის წინ ნუცა “იმედის” გადაცემას ესტუმრა და ბუნებრივი სილამაზისა და მოდის ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აჩიკოს ის მაკიაჟის გარეშე უფრო მოსწონს.

    „მე, მაგალითად, ჩემი მეუღლე ათი წელია მეუბნება, რომ არ უყვარს ჩემზე მაკიაჟი. მეუბნება, რომ ბევრად უფრო მოვწონვარ და ბევრად უფრო ლამაზი ვარ უმაკიაჟოდ. „მოჩლაჩული“ ნაკლებად ვუნახივარ, რა თქმა უნდა…“ – თქვა ნუცამ.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ