ბლოგერი და პროექტ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.
"დღეს გავიგე, რომ ანრის კონცერტია მილანში, რომელსაც უამრავი ემიგრანტი ესწრება, ემიგრანტების წვლილი კი გახსოვთ ჩემს გამარჯვებაში, ჰოდა ამას გავმაზავდი?
მოვტრიალდი "ფეშენ ვიკის“ მიმავალი გზიდან და გავვარდი კონცერტზე, ბილეთები კი ამოყიდული იყო, მაგრამ სამოდელო სააგენტო კადრინის ბოსმა - ეკა მგალობლიშვილმა შეძლო შეუძლებელი და ჰოპ მოსაწვევიც “გაიჩითა” ჰოდა იმდენი ბედნიერი ემოცია გავცვალე, რომ მთელი წელი გამყვება! ახლოდან კიდევ უფრო ლამაზები, საყვარლები და თბილები არიან.
აქედანაც გეტყვით, რომ მინდა ძალიან ბედნიერები იყოთ სულ და დიდ წარმატებას გისურვეეებთ!
ბოლოს გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონითაც გადამეღო ფოტოები და ყველა ვერ არის, მაგრამ მოგიკითხავთ აქედანაც ყველას“, - წერს გურამ შეროზია.