ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილი, ბლოგერი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე მილანის მოდის კვირეულზე პოზირებს და სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებებს ესწრება.
იგი ჩვენებებს უმეტესად ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ლუქებით ესწრება.
ლიკუნა გამომწერებს "ინსტაგრამის“ სთორებში ყველაფერს უზიარებს და ამცნობს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან მაღალი მოდის ჩვენებებზე ჯორჯო არმანის და ანა ვინტურის შეხვდა.