საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი თამაშით საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს პირადად მიულოცა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
ნახეთ ვიდეო: