სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ უახლესი პროგნოზი

    ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ უახლესი პროგნოზი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

    "პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

    თბილისში 27-28 თებერვალს და პირველ მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს“,
    - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ