სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემმა შვილმა სიკვდილს გამოგლიჯა ჩემი თავი…რამდენიმე დღე ნინის გულზე მიკრულს მეძინა“ - ხათუნა ჟორდანია

    "ჩემმა შვილმა სიკვდილს გამოგლიჯა ჩემი თავი…რამდენიმე დღე ნინის გულზე მიკრულს მეძინა“ - ხათუნა ჟორდანია
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემის "მხოლოდ ლელასთან" სტუმრები ამჯერად ხათუნა ჟორდანია და მისი მეუღლე ზურა ხაჩიძე იყვნენ.

    ხათუნა ჟორდანია ცხოვრების რთულ პერიოდს, სიმსივნესთან ბრძოლას იხსენებს და შვილის, ნინი ქარსელაძის უსაზღვრო ამაგის შესახებ საუბრობს.

    "სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემში სიკვდილი და სიცოცხლე ებრძოდა ერთმანეთს. ჩემმა შვილმა სიკვდილს გამოგლიჯა ჩემი თავი ხელებიდან. რა თქმა უნდა, ოჯახის ყველა წევრი გვერდში მედგა, მაგრამ ნინი იყო ერთადერთი და განუმეორებელი. ერთი დღე მახსოვს განსაკუთრებულად, არ ვიცოდი და თურმე ფილტვში სითხე ჩადგა. სანამ ამას გავიგებდით, მთელი დღე და ღამე ეს სითხე მე მგუდავდა და ვერ ვსუნთქავდი. ნინიმ ჟანგბადის ბალიშები და რაღაც დანადგარი მომიტანა. არ მავიწყდება, რამდენიმე დღე ნინი იჯდა, მე თავით ვიყავი მიწოლილი და ჟანგბადის ბალიშებს მიცვლიდა. რამდენიმე დღე ნინის გულზე მიკრულს მეძინა“,
    – ამბობს ხათუნა ჟორდანია.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ