სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამაღელვებელი წუთები - ფიფა-მ ლუკა ლოჩოშვილი სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლისთვის დააჯილდოვა

    ამაღელვებელი წუთები - ფიფა-მ ლუკა ლოჩოშვილი სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლისთვის დააჯილდოვა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

    შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში, იმ დროს ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ვენის "აუსტრიასთან“ შეხვედრის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

    შეხვედრის 87-ე წუთზე "ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელის, ნიკოლას ვერაშინგის მუხლი „აუსტრიას“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მოხვდა, რის შემდეგაც ის მინდორზე მოწყვეტით დაეცა.

    შეჯახების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი ტაიგლთან მივარდა და მისი ენა დაიჭირა, რათა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულიყო.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ