სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: "ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს...“ - როგორ მიულოცა „მილანმა“ კახა კალაძეს იუბილე

    PHOTO: "ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს...“ - როგორ მიულოცა „მილანმა“ კახა კალაძეს იუბილე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილის მერი კახა კალაძე იუბილარია, ის 45 წლის გახდა. მილოცვის ტრადიცია არ დაარღვია გუნდმა, რომლის სახელს კახი წლების მანძილზე იცავდა.

    მილანმა ტვიტერზე მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა:
    "ცხოვრების გართულება შემტევებისთვის მისი ზოგადი მოცემულობა იყო: დაბადების დღეს გილოცავ! კახა კალაძე. საუკეთესო სურვილებით ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს“,- წერია მისალოც წერილში.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი კახი კალაძე "მილანის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიპოვა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მოთამაშეს, ეროვნული გუნდის მაისურით 1996–2011 წლებში 83 მატჩი აქვს ჩატარებული.

    PHOTO: "ჩვენს ყველაზე საყვარელ ქართველ როსონერს...“ - როგორ მიულოცა „მილანმა“ კახა კალაძეს იუბილე