სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საპატიმროში მკვლელობა მოხდა - საქმე გახსნილია

    საპატიმროში მკვლელობა მოხდა - საქმე გახსნილია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გაიხსნა.

    ეს ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა განაცხადა.

    ქეთევან თეთრაულის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა.

    "აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის პირველი მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა.

    მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, – თქვა ბრიფინგზე გამომძიებელმა.