ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.
1 ივლისს, იტალიურმა გრანდმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ქართველ ფეხბურთელს მიესალმა.
აღნიშნულ ტრანსფერი იტალიურმა მედიამ შეაფასა.
“ნაპოლიმ” იყიდა ფეხბურთელი, რომელიც წარსულში ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული “იუვენტუსისგან” და მასთან კონტრაქტის გაფორმება “მილანსაც” სურდა. შემდეგ ნეაპოლიტანურმა კლუბმა მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი პრობლემებით ისარგებლა და ეჭვები დროულად გააქარწყლა."ნაპოლიმ" ამ ბრძოლაში რამდენიმე ევროპული გრანდი დაამარცხა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის ჩამოყვანას, თუმცა ამ ბრძოლაში კრისტიანო ჯიუნტოლიმ გაიმარჯვა.
“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა არ გაუშვა ხელიდან შანსი და”იუვენტუსსა” და “მილანს” სატრანსფერო ბრძოლა მოუგო.
ყველა ბევრ დადებითს ამბობს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელსაც თითქმის გამოუთქმელი გვარი აქვს. თუმცა დე ლაურენტისმა მას უფრო მარტივად დაარქვა სახელი, ზიზი.
ამასობაში კვარაცხელია ქალაქში ჩასასვლელად ემზადება და გუშინ გაამხილა, რომ მოუთმენლად ელის კულიბალისთან თამაშს, რომელიც დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ნეაპოლიტანური გუნდის ახალი კაპიტანი იქნება”, – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ იტალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.