სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნიკოლოზს პიანინოში ვუგროვებდი ფულს, მანქანაშიც გაგვითენებია“ - რას იხსენებს ნეკა დოროყაშვილი

    "ნიკოლოზს პიანინოში ვუგროვებდი ფულს, მანქანაშიც გაგვითენებია“ - რას იხსენებს ნეკა დოროყაშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოდელი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ოჯახისგან ძალადობის გარდა, რთულ ფინანსურ პერიოდსაც იხსენებს.

    "ჩვენ რომ ერთმანეთი გვიცანით ვიყავი 20 წლის. ის იყო რიგითი მოყვარული სპორტსმენი. თამაშობდა იუნიორებში, სადაც პატარა ასაკის ჩოგბურთელები თამაშობენ და უნდოდა პროფესიონალურ ჩოგბურთში ჩაბმა.

    ჩვენ ძალიან მძიმე რთული პერიოდები გავიარეთ ერთად, როდესაც ნიკოლოზს ტურნირზე წასასვლელი ფული არ ჰქონია, მახსოვს პერიოდი, როცა პიანინოში ვუგროვებდი ფულს, მახსოვს პერიოდი, როცა ვყოფილვართ ტურნირზე და არ გვქონია სასტუმროში დარჩენის ფული. ეს არ იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა და მანქანაშიც გაგვითენებია. მე ხელს ვუწყობდი მას, გადავდე თავი მისი წარმატებისთვის“, – იხსენებს დოროყაშვილი.