სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • AS: "ქოჩორაშვილს შეუძლია ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე ითამაშოს"

    AS: "ქოჩორაშვილს შეუძლია ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე ითამაშოს"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასული სეზონი "ლევანტესთვის" ძალიან ცუდი აღმოჩნდა, ვალენსიელები ლა ლიგა 2-ში დაქვეითდნენ. ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, "ლევანტე 2"-ში ასპარეზობს.

    მის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS წერს, რომ გიორგის პირველ გუნდში თამაში მოუწევს.

    "ქართველმა ნახევარმცველმა კარგად იცის პირველი გუნდის ატმოსფერო. მისი დებიუტი ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ შედგა. ამის შემდეგ ქოჩორაშვილმა მცირე სათამაშო დრო "ბარსელონას" "ბეტისის" და "ხეტაფეს" წინააღმდეგაც მიიღო.

    "ქოჩორაშვილს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, გუნდი რადოიამ და ვუჩკევიჩმა დატოვეს და სწორედ ამიტომ შესაძლოა ქართველი ფეხბურთელის შანსი ეს იყოს. დიდი ალბათობით გიორგი წინასასეზონო მომზადებას პირველ გუნდთან ერთად გაივლის და სავარაუდოდ პირველ გუნდში დააწინაურებენ."
    - წერს ესპანური გამოცემა.