სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მივმართავ ჩემ სტუდენტებს – გაიღვიძეთ რა! გამოდით და გადააშენეთ ეს დინოზავრები!” – თინათინ სტამბოლიშვილი

    “მივმართავ ჩემ სტუდენტებს – გაიღვიძეთ რა! გამოდით და გადააშენეთ ეს დინოზავრები!” – თინათინ სტამბოლიშვილი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “GIPA”–ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ სტამბოლიშვილი, სტუდენტებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

    “❗️ ყველა ჩემს სტუდენტს მივმართავ, თქვენი ენერგიაა საჭირო, რომ წინა თაობის პოლიტიკოსებს უთხრათ – არ გსურთ რუსეთის ყაიდის ქვეყანა! არ გსურთ “აგენტებად” შერაცხვის რისკი დაგიდგეთ! არ გსურთ გაცვლითი პროგრამები ნოვოსიბირსკის ან ასტრახანის უნივერსიტეტებში! არ გსურთ არდადეგებზე წასვლა მხოლოდ ულან-უდეს კურორტებზე! არ გსურთ ცენზურა ლიტერატურაზე, მუსიკაზე და პოეზიაზე! არ გსურთ უმცირესობებს პიდარასტები გეძახონ, დაგჩაგრონ და შეგავიწროვონ! არ გსურთ შშმ პირები სახლებში გამოკეტონ! არ გსურთ ტვინი გამოგირეცხონ და გითხრან ესაა ჭეშმარიტებაო! არ გსურთ რუსულ ომებში ჯარისკაცებად წასვლა, როგორც მიყავთ აფხაზეთიდან, ოსეთიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან! გაიღვიძეთ რა! გამოდით და გადააშენეთ ეს დინოზავრები!
    არა რუსულ კანონს! პარლამენტთან!”
    - წერს თინათინ სტამბოლიშვილი.