სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს შეთქმულება მზადდება" - შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

    "ეს შეთქმულება მზადდება" - შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    "ისევ და ისევ ე.წ საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ -რომლის მიზანია კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით,რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე,შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით.

    გაფრთხილებთ--ხალხის რისხვას ვერ გადურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას. რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს",
    - წერს შალვა ნათელაშვილი.