სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "დედა სიმსივნით გარდაეცვალა, მატარებლების შეჯახებისას კი მამა და ძმა დაკარგა“- ემოციური კადრები

    VIDEO: "დედა სიმსივნით გარდაეცვალა, მატარებლების შეჯახებისას კი მამა და ძმა დაკარგა“- ემოციური კადრები
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში, ტემპიში მომხდარი შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.

    ოჯახის ტრაგედიის შესახებ გადარჩენილი წევრი საუბრობს. დიმიტრის 5 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით დედა გარდაეცვალა, 1-ელი მარტის ინციდენტისას კი, ტემპიში მამა და 15 წლის ძმა დაეღუპა. ყოფილი პოლიციელი 15 წლის ვაჟთან ერთად მგზავრობდა საბედისწერო მატარებლით, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწიეს.

    "მინდა, რომ ასეთი რამ აღარასდროს მოხდეს. აღარ გამოვიჩინოთ ასეთი გულგრილობა ადამიანების სიცოცხლის მიმართ, არ დავაკისროთ პასუხისმგებლობა ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა არიან პასუხისმგებლები, მაგრამ არ არიან მხოლოდ ისინი. აქამდე ძალას დედაჩემი მაძლევდა, ახლა კი, ჩემი ძმა და მამა მომცემენ. მისი ბოლო სიტყვები იყო: „აღდგომას შევხვდებით“, ჩავეხუტე და წავიდნენ.“ - ამბობს დიმიტრი.

    ნახეთ ვიდეო: