სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი მამაკაცი ნეაპოლში, კვარაცხელიას მატჩის დროს დააკავეს

    ქართველი მამაკაცი ნეაპოლში, კვარაცხელიას მატჩის დროს დააკავეს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩასული ქართველი მამაკაცი დააკავეს, იგი ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის პოლიციის მიერ იძებნებოდა.

    დაკავებული მამაკაცი 38 წლის ირაკლი ნარიმანიძეა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოც, რომელიც მან დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისი-ნეაპოლის ავიარეისზე გადაიღო.