სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნინო ოძელშვილი: "შემეცოდა და ცოლად იმიტომ გავყევი"

    ნინო ოძელშვილი: "შემეცოდა და ცოლად იმიტომ გავყევი"
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიოს ჩემპიონმა, ნინო ოძელაშვილმა, მეუღლესთან დაშორების შემდგმომ პერიოდზე ისაუბრა:

    "უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურად დავშორდი, მას სხვა ოჯახი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მიხარია, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ ჩამოვიშორე. დაშორების შემდეგ ერთადერთ რამეს განვიცდიდი, რომ თავი გავასულელებინე მას, ვინც მე არ შემეფერებოდა და სათანადოდ ვერ დამაფასა. რთული პერიოდის გადალახვაში ჩემი დაქალები დამეხმარნენ და რა თქმა უნდა, სპორტი და ვარჯიში. სპორტშიც უფრო მეტ წარმატებას მივაღწიე და ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი პერიოდი, ამაზე რომ ვფიქრობდი, ცოტა მძიმე იყო. მაგრამ ძლიერი ქალი ვარ და დეპრესიაში არ ჩავვარდი. პირიქით, მეტს ვშრომობდი, მეტისთვის რომ მიმეღწია და ასეც მოხდა. ტკივილისა და შეცდომების შემდეგ ქალი უფრო ძლიერდება, კაცი – იშვიათად, მე ასე მიმაჩნია."

    "შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არ გამომიცდია, მაგრამ შეიძლება რომანტიკული ვარ. რატომაც არა, მომწონს, როდესაც ვხედავ, წყვილები რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ. როცა დავქორწინდი, მაშინ არ მიყვარდა. შემეცოდა ჩემი ყოფილი ქმარი და იმიტომ გავყევი ცოლად. დამპირდა, სპორტში ყველანაირად შეგიწყობ ხელსო და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. პირველი ევროპის ჩემპიონობა გათხოვილმა მოვიპოვე და თავიდან მართლა მქონდა მისგან ხელშეწყობა, მაგრამ შემდეგ ეჭვიანობა დაიწყო. ქალი რომ წარმატებული ხდება და კაცი ვერაა იმ დონეზე შემდგარი, ეგოისტური მომენტები ეწყება." - განაცხადა ოძელაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

      ---
    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები