სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "მენატრება ჩემი დედიკო, ასეთ გულისტკივილს არავის გისურვებთ"- შოთა დარბაიძე

    VIDEO: "მენატრება ჩემი დედიკო, ასეთ გულისტკივილს არავის გისურვებთ"- შოთა დარბაიძე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტიკ-ტოკ ვარსკვლავს, შოთა დარბაიძეს სულ ცოტა ხნის წინ დედა დაღუპა.

    შოთამ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და ტიკ-ტოკ მაყურებელს მიმართა, რომელშიც დედაზე საუბრობს.

    „ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულისტკივილი გაიზიარა და ჩემი დედიკოს გარდაცვალება მომისამძიმრა. მე ვარ ძალიან გაოგნებული, დაბნეული და უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს ასეთი გულისხმიერებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის. ჩემი დედიკო უკანასკნელ გზაზე წავიდა, რასაც შევპირდი, რა ჩანაფიქრიც მქონდა, ყველაფერს ავუსრულებ. მე ვარ დღეს ძალიან გამწარებული... ისე მენატრება ჩემი დედიკო... ასეთ გულისტკივილს არავის გისურვებთ... აუცილებლად დაგიბრუნდებით, ცოტა დრო მჭირდება... ყველაზე მეტად ჩემი დედიკო მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება...“ - ამბობს შოთა დარბაიძე.