სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დიდება შენს სულს ძმაო…" – ლაშა ბექაურმა ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი მოინახულა

    "დიდება შენს სულს ძმაო…" – ლაშა ბექაურმა ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი მოინახულა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი მოინახულა და შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

    “ჩვენი ოლიმპიელი ძმა. ის ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად წავიდა და სამწუხაროდ უკან ვეღარ დაბრუნდა. დიდება შენს სულს ძმაო”, – წერს ბექაური.

    შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე, რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა. უისტლერის ტრასაზე მოძრავი ქუმარიტაშვილი მოსახვევში ციგიდან გადმოვარდა და ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.

    21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.