სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

    „რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტრადიციულად, „კარფურში“ მარტი განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით გამოირჩევა. ამ ფორმით ულოცავს ის დედებსა და, ზოგადად, ქალებს თვის მნიშვნელოვან თარიღებს. თუმცა 2023 წლის მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა – დედების დღის აღსანიშნავად „კარფურმა“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტთან“ ერთად, რეცეპტების უნიკალური წიგნი „რამე გემრიელი“ შექმნა და თავის გუნდის წევრებსა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ დედებს საჩუქრად გაუგზავნა. წიგნი, რომელზეც ცნობილმა ქართველმა შეფმზარეულებმა იმუშავეს, ბავშვების რჩეული კერძების 70-ზე მეტ რეცეპტს აერთიანებს.

    „კარფურის“ გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაუვიწყარი მომენტების შექმნაა. 3 მარტისთვის მომზადებული საჩუქრითაც დედებისთვის ამ დღის მეტად გაფერადება და კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტის ჩუქება გვსურდა. იმედი გვაქვს, „რამე გემრიელი“ კულინარიას ბავშვებსაც შეაყვარებს და სამზარეულოში ინგრედიენტებით თამაშს დედა-შვილის საყვარელ ერთობლივ აქტივობად აქცევს“, – ამბობს „კარფურის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო რამიშვილი.

    „რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა


    წიგნის შექმნამდე დედები შვილების საყვარელი კერძების შესახებ წინასწარ გამოჰკითხეს. პასუხები შეჯამდა და საორიენტაციოდ წიგნის ავტორებს, შეფმზარეულებს ია ძაგანიას, დიმიტრი რჩეულიშვილს, ნუცა სურგულაძეს, მანჯისა და კულინარიულ პლატფორმა Food4.ge-ს გადაეცათ.

    „რამე გემრიელი“ ყველა დედისთვის ინდივიდუალურად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მშობელი წიგნში თავიანთი შვილების საყვარელ კერძებს იპოვის. ამასთან ერთად, „კარფურისთვის“, როგორც ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების მიმწოდებლისთვის, გემრიელთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კერძების სიჯანსაღეც. ვფიქრობთ, ამ ამოცანასაც წარმატებით გავუმკლავდით“, – ამბობს ნინო რამიშვილი.

    „რამე გემრიელი“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – ის მოიცავს საუზმის, მთავარი კერძისა და დესერტის ბლოკებს, ასევე, გრილისა და დაბადების დღის მენიუებს. წიგნში შესული რეცეპტების მრავალფეროვნების მიზანია, მშობლებს შვილებისთვის რამე გემრიელის მომზადება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გაუმარტივოს.

    წიგნში „რამე გემრიელი“ შეტანილ რეცეპტებს სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებიც გაეცნობიან. ამასთან ერთად, თვეში ერთხელ შეფმზარეულები „კარფურის“ ჰიპერმარკეტებში მოაწყობენ მასტერკლასებს, სადაც მათ მიერ შექმნილ რეცეპტებს გააცოცხლებენ. მათთან ერთად კერძების მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ სტუმრებსაც, მასტერკლასების ვიდეო ჩანაწერები კი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. ფართო საზოგადოებისთვის ვებგვერდზე 3march.clp.ge ხელმისაწვდომია წიგნის ციფრული ვერსიაც.

    „რამე გემრიელი“ მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ 3 მარტის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. კომპანია პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს და ყოველ 3 მარტს დედებს განსხვავებული თემატიკის უნიკალური საჩუქრებით ულოცავს.