სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი

    ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის, დედამ, მელიტა ფურცელაძემ მედიასთან შვილის გარდაცვალების მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჭორები, რომლებიც მისი გარდაცვლალების შესახებ გვარცელდა არასწორია.

    "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს. არასწორი ვერსიები ითქვა და დაიწერა. ლევანს ძვლის სიმსივნე არ ჰქონია. კოვიდის შემდეგ ფეხი მტკივაო, თქვა. მოსკოვში სურათი გადაიღო. აღმოჩნდა, რომ მენჯის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის აუცილებლობა იყო. თუ ანთებითი პროცესი ჩაქრებოდა, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლოა, ოპერაცია აღარ დასჭირვებოდა. რუსეთში სულ სხვა კლიმატია.

    იქ სხვადასხვა ქალაქებში რომ დადიოდა კონცერტებზე, ფეხი აწუხებდა. საქართველოში ახლა რომ იყო ჩამოსული, არ მტკივაო, ამბობდა. ყავარჯნით დადიოდა. ახლახანაც გადაიღო სურათი. ჩვენ გამოგვიგზავნა, აქაც გადავამოწმეთ ექიმებთან. უთხრეს, რომ პროცესი შორს არ იყო წასული. როცა აქ იყო ყველანაირ ანალიზს იკეთებდა. ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო და ყველანაირი ანალიზი გაეკეთებინა. მე ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა და ამიტომ, ახლაც რომ ჩამოვიდოდა, ტომოგრაფიას არ გავაკეთებინებდი..." - აცხადებს ლევანის დედა.